სასწავლო პროექტი


პროექტის  სახელწოდება. „ეთნოგრაფიული  გურია“



პროექტის მთავარი იდეა: მოსწავლეებმა უნდა შესძლონ მასალის მოძიება  ეთნოგრაფიული გურიის შესახებ.

პროექტის აქტუალობა: მოსწავლეებმა არჩევანი შეაჩერეს  საკუთარი კუთხის წარმოშობა განვითარების შესახებ.

პროექტის მიზანი: მოსწავლეებმა შესძლონ  შეისწავლონ ეთნოგრაფიული გურიის  ღირებულება  და მრავალფეროვნება, გურული ტრადიციები და ადათ წესები გააცნონ საქართველოს სხვა კუთხის მოსწავლე ახალგაზრდობას. პროექტზე მუშაობის პროცესში ბავშვები ისწავლიან ინფორმაციის მოძიებას, მასალის ანალიზს, განუვითარდებათ უნარ-ჩვევები და რაც მთავარია თვითონ გაეცნობიან საკუთარი კუთხის ისტორიას.

მონაწილეთა ასაკი: 14-15 წელი.

ვადების ხანგძლივობა:  10 დღე.

მოსალოდნელი შედეგები: მოიძიებენ ინფორმაციას  ეთნოგრაფიოული  გურიის შესახებ. შექმნიან  მზა მასალას და განათავსებენ მონაცემთა ბაზასა და სკოლის ბიბლიოთეკაში. გაიზრდება ინტერესი კვლევების მიმართ, რადგან მოსწავლეები უშუალოდ იქნებიან  ჩართულები ამ პროცესში. პროექტზე მუშაობისას მოსწავლეები გამოიყენებენ  სხვადასხვა საგნების პრაქტიკულ  ცოდნას (ისტორია, გეოგრაფია, ისტ, მშობლიური ენა) მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე გამოუშვებენ  კედლის გაზეთს, დაბეჭდავენ  ბუკლეტებს,  ამით გაიმდიდრებენ ლექსიკურ  მარაგს და აიმაღლებენ ცოდნას ეთნოგრაფიული   გურიის შესახებ.

პროექტისთვის საჭირო რესურსები: ადამიანური რესურსი. 

ტექნიკური რესურსი: კომპიუტერი, ფოტოაპარატი, დიქტოფონი, სკანერი, პრინტერი, თაბახის ფურცლები, საწერ-კალამი, სახატავი ფუნჯები. მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, სკოლის ბიბლიოთეკა, ინტერნეტ საძიებო პორტალი.

პროექტის მსვლელობა:  

აქტივობა( 1)ჯგუფების შექმნა და ფუნქციების განაწილება განაწილება.

აქტივობა (2) ინფორმაციის მოძიება, ფოტო და ვიდეო მასალის შექმნა,.

აქტივობა (3)მოპოვებული მასალის  დამუშავება და ბუკლეტების გამოშვება.

აქტივობა (4) ეთნოგრაფიული გურიის შესახებ რეკლამების მომზადება პოპულარიზავიის  მიზნით.

აქტივობა (5) ინტერვიუს ჩაწერა კოლორიტ და უხუცეს ადამიანებთან.

აქტივობა (6) კედლის გაზეთის გამოშვება და გაფორმება.

კავშირი საგნებთან/საგობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან: მშობლიური ლიტერატურა, ისტორია, გეოგრაფია, ეროვნული სასწავლო გეგმა, ისტ.

პროექტის ხელმძღვანელი: ირინა ჯიბუტი.

ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: i.jibuti@gmail.com